ჩინეთში ახალგაზრდა ქალი პროფესიონალი პატარძალი გახდა. ამის შესახებ South china morning post წერს.
ქალაქ ჩენდუში მცხოვრები ცაო მეი ფულს ფიქტიურ ქორწილებში მონაწილეობით აკეთებს. მან პატარძლის როლი პირველად 2018 წელს მოირგო, როცა მეგობარმა სთხოვა რომ მშობლებთან მისი შეყვარებულის როლი მოერგო. მალევე, გოგონა მიხვდა, რომ მსგავს სერვისზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ბევრ მამაკაცს არ შეუძლია ან უბრალოდ არ სურს დაქორწინება და მზადაა ფული გადაიხადოს, რათა ნათესავებმა თავი დაანებონ.
ბოლო 7 წლის განმავლობაში ცაომ რამდენიმე ათეული „საქმრო“ გადაარჩინა, როცა მათ ქორწილში დედოფლის როლი მოირგო. გარდა ამისა, ის თავადაც არის საქორწინო ცერემონიების ორგანიზებით დაკავებული. ყოველი ქორწილის წინ ცაო საქმროსთან ერთად ახალ პიროვნებას იგონებს, შემდეგ კი მის ოჯახს ხვდება გასაცნობად. საქორწილო ცერემონიაზე ის კაბას იცვამს და დღესასწაულის ატმოსფეროში მთელი მონდომებით ეფლობა.
ერთ სამუშაო დღეში ჩინელი დაახლოებით 1500 იუანს გამოიმუშავებს. მომსახურების საფასური დამკვეთის მოთხოვნილებების შესაბამისად იცვლება. ქალის ახლობლებმა მისი რეალური ცხოვრების შესახებ არაფერი იციან და ჰგონიათ რომ ის ოფისში მუშაობს. ცაოს მათთვის სიმართლის თქმა არ სურს, რადგან განკითხვის ეშინია.