პოლიციამ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პეკინზე მცირეწლოვანს სახეზე დანით დაზიანებები მიაყენეს
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული ბავშვი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პეკინზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება
"სახეზე ჭრილობები საკმაოდ ღრმაა"