LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი საკუთარ თავზე დაქორწინდა

158
0_Wedding

ამერიკელმა ქალმა გადაწყვიტა საკუთარ თავზე დაქორწინებულიყო და გრანდიოზული ცერემონია მოაწყო. Daily Mirror-ის ინფორმაციით, ქალმა საკუთარ თავთან ქორწილში 4 ათას დოლარზე მეტი დახარჯა.

30 წლის დენიმ ქორწილი ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში მოაწყო. პატარძალს 9 მეჯვარე ჰყავდა. მეათე დაქალი კი ცერემონიას უძღვებოდა. კულმინაციურ მომენტში მან იკითხა, დებდა თუ არა გოგონა პირობას რომ არასდროს ეღალატა საკუთარი თავისთვის, არ დანებებულიყო, პატივი ეცა და ჰყვარებოდა საკუთარი თავი. დენიმ პირობა დადო და სარკეში თავის გამოსახულებას აკოცა.

ბედნიერი პატარძლის თქმით, ეს ცერემონია მისთვის გახდა შესაძლებლობა ხმამაღლა განეცხადებინა იმის შესახებ თუ როგორ უყვარდა და აფასებდა საკუთარ თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g