„ქალი-საოცრება“ ჰელოუინის ყველაზე პოპულარული კოსტუმი აღმოჩნდა. Google-მა გასული საჰელოუინო დღეები შეაჯამა, რაც ყველაზე ხშირად მოძებნილი კითხვების გაანალიზებას გულისხმობდა და დაადგინა, რომ Warner Bros.-ის მიერ დახარჯულ მილიონებს უშედეგოდ არ ჩაუვლია.
წელს ყველაზე პოპულარული პერსონაჟი „ქალი-საოცრება“ აღმოჩნდა და ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ მის ფორმაში იყო გამოწყობილი.
რაც შეეხება პოპულარულთა მეორე პოზიციას, მას წინა წლის რეკორდსმენი ჯოკერის შეყვარებული – ჰარლი ქუინი იკავებს. „ქალი-საოცრების“ კოლეგა, ბეტმენი, წელს მხოლოდ მე-17 პოზიციას დასჯერდა.