ქალი ვარდისფერი კაბით – ეთერ დარჩია, რომელიც საზოგადოებამ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოთი შეიყვარა, გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ყველაზე თბილი, ფერადი, საინტერესო, კეთილი და ათასფერადი იყო…
თავისი დაბადების დღე აირჩია და გაფრინდა.
ჩემი მამიდული,“ – წერს მარიკა დარჩია.
ცნობისთვის, ეთერ დარჩია „ფორტუნასთორის“ ობიექტივში გასულ წელს მოექცა.
ვიდეოს, სადაც ქალბატონმა ეთერმა მაყურებელს ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.