LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალია თუ კაცი: ბელარუსში აფრიკელი ფეხბურთელის სქესის შემოწმებას ითხოვენ

238
FEXBURTELI

ბალარუსში ერთ-ერთ სააგენტოს ქალთა ფეხბურთის გუნდის წევრებმა მიმართეს.

გოგონები ეჭვობენ, რომ მინსკის „დინამოს“ ბურკინა ფასოელი ლეგიონერი სალიმატა სიმპორე მამაკაცია და ფეხბურთის ფედერაციისგან მოთამაშის შემოწმებას ითხოვენ.

მინსკის „დინამოში“ კი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი აბსურდია და მათ წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა აგორებული.

ასეთი სიტუაცია ბელარუსის ფეხბურთის პრესტიჟს ლახავს და კლუბი იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა.

კლუბმა დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მოიყვანს დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები