LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალის ბედნიერებისთვის მამაკაცი სულაც არ არის საჭირო“ – ქეთი ხუციშვილი

240
ქეთი ხუციშვილი

ქეთი ხუციშვილი, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის.

გთავაზობს მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:

„არც გათამამებული ვიყავი თაყვანისმცემლებისგან და არც მაკლდა. ახლა კი უბრალოდ ცნობადობამ უფრო მეტი სიყვარული მომიტანა. ვერ გეტყვით, ჩემი პერსონაჟი უყვართ, თუ ქეთი, მაგრამ ასეა. გულში ვინ რას ფიქრობს, მე არ ვიცი. ჩემთან კი არც არავის არაფერი გაუბედავს და.. სადაც მივდივარ, ყველასგან დიდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ და მათ თაყვანისმცემლები დავარქვა თუ ვინ, არ ვიცი.

ადრე მეგონა, აუცილებლად მამაკაცი უნდა ყოფილიყო ქალის გვერდით. რომ ის ცხოვრებაში ბედნიერი ყოფილიყო. ძალიან კარგია, როცა ერთად ბედნიერად ცხოვრობენ, ამაზე მაგარი რა არის. მაგრამ თუ ქალი მარტოა… ქალი მარტო არასდროს არაა! ქალს შეუძლია, თავის თავს კომფორტი შეუქმნას. ჩემი ჩემი პატარ-პატარა ბედნიერებებით სულ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ანუ ქალის ბედნიერებისთვის მამაკაცი სულაც არ არის საჭირო და მის გარეშე უბედური სულაც არ იქნები.

შეიძლება ვინმემ თქვას, შენ ვინ გკითხავს, ჩემ მაგივრად რომ ლაპარაკობო, მაგრამ არავის მაგივრად არ ვლაპარაკობ. ჩემთვის არის ასე. კი კარგია მამაკაცის გვერდით და ჰარმონია, მაგრამ თუ არ არის, არ უნდა იგრძნო ქალმა თავი მარტოდ და უბედურად. ისედაც შეუძლია ქალს, საკუთარ თავს ბედნიერება მოუტანოს. რაც წლები მემატება იმაში ვრწმუნდები, რომ ყველაზე მთავარი ჯანმრთელობა ყოფილა და სხვა არაფერი“.

ქეთი ხუციშვილი: „ჩემს სახლში საჭმელი არ კეთდება… ყველაფერი არ მეჭმევა და ფაფას თუ მოვიმზადებ ხოლმე…“

ქეთი ხუციშვილი: „ყოფილ ქმართან პრეტენზია არასდროს მქონია, რომ დამხმარებოდა…“

ქეთი ხუციშვილის ინტერვიუს სრულად იხილავთ ჟურნალ „სარკის“ 21-27 აგვისტოს ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g