ქაბულში რამდენიმე ათეული ადამიანი ქალების უფლებების დასაცავად დემონსტრაციას მართავს. „ბიბისის“ ცნობით, მათი უმეტესობა ქალია, დემონსტრაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც კაცების ჯგუფი ახალგაზრდა ქალს მეუღლის ღალატის ბრალდებით ქვებით ქოლავენ. ავღანეთის ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას „თალიბანს“ აკისრებს.
მანიფესტანტები გამოდიან როგორც თალიბანის, ასევე – ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის ზოგმა მონაწილემ ტანსაცმელზე წითელი საღებავიც დაისხა.
ქალის დასჯის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში კვირის დასაწყისში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ დგას რამდენიმე აღეული მამაკაცი ორმოს გარშემო, სადაც ჩადრიანი ახალგაზრდა ქალი ზის. ბრძანების გაცემის შემდეგ თითოეული მათგანი ქალს თავში დიდი ზომის ქვას ესვრის.
