LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის დახრჩობისგან გადარჩენისთვის ჯარისკაცს მინისტრმა “ზიგ ზაუერი” აჩუქა

1225

5 ნოემბერს, დიდუბის ხიდიდან მტკვარში გადამხტარი ქალი უვნებლად ამოიყვანეს. მოქალაქე, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ბაჩუკი ირემაძე აღმოჩნდა.

რიგითი ბაჩუკი ირემაძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, IV მექანიზებული ბრიგადის წევრია, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ინციდენტის თვითმხილველი გახდა. მაშველების მისვლამდე ბაჩუკი ირემაძე მტკვრის კალაპოტში ჯებირიდან გადახტა და ახალგაზრდა ქალბატონი ნაპირზე ამოიყვანა.

რიგით ბაჩუკი ირემაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად შეხვდა და მოქალაქის გადარჩენისთვის და სამაგალითო ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეს საჩუქრად “ზიგ ზაუერის” ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g