ნანუკა ჟორჟლიანმა სანაპიროდან ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ულამაზეს კაბაში ბრწყინავს.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, კაბა დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს ეკუთვნის. როგორც ჩანს, ნანუკას მიმდევრებს ლუქი ძალიან მოეწონათ. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი სულიკაშვილის კაბაში შეუდარებლად გამოიყურება.
„შეუდარებელი ხარ“, „რა ლამაზი ხარ“, „როგორ მომწონს ეს გოგო“, „ქალის ქალი ხარ ნანუკა, მიყვარხარ“, – უწერენ კომენტარებში.