განქორწინების ზღვარზე მყოფი, ყველასათვის საყვარელი წყვილი, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი გარკვეული პაუზის შემდეგ ერთად გამოჩნდნენ.
ამის მიზეზი, მათი ქალიშვილის, კერისის „ბრაუნის უნივერსიტეტის“ დამთავრება და გამოსაშვები საღამო გახდა.
„დიპლომის მიღებამდე ერთი ღამე… გულები სიხარულით გვევსება. ვერასდროს ვიქნებით ამაზე მეტად ამაყები და ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – ასე დაასათაურა კეტრინმა ემოციური ფოტო, რომელშიც ის და მაიკლი ქალიშვილს კოცნიან.
ცნობისთვის, გასული თვის ბოლოს, მედიაში ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. წყაროს ცნობით, 25 წლიანი ქორწინების შემდეგ, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი განქორწინების ზღვარზე იმყოფებიან. გამოცემა RadarOnline-ის ინფორმაციით, 80 წლის მაიკლ დუგლასი და 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მაიკლი სულ უფრო მეტ დროს ატარებს მარტო სახლში მაშინ, როცა ზეტა-ჯონსი კარიერის ახალ ეტაპზე იმყოფება და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. მედიაში უკვე მოიპოვება დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ წყვილი ქონებას ყიდის. მათ ბერმუდის კუნძულებზე არსებული საკუთრება გასაყიდად გამოიტანეს, ასევე ეძებენ მყიდველს ნიუ-იორკში მდებარე პენტჰაუზზე, გასაყიდად ასევე გამოტანილია სახლი მაიორკაზე და ასევე, ნიუ-იორკში მდებარე საგვარეულო საცხოვრებელი, სადაც ისინი 2019 წლიდან ცხოვრობენ.




