ილინოისელი ჯენიფერ იეგერი იმის გამო დააპატიმრეს, რომ 2 არასრულწლოვანი გოგონა Audi Q5-ის სახურავით გადაყავდა.
49 წლის მანდილოსანმა უჩვეულო გადაწყვეტილება გასაბერი აუზის გადასატანად მიიღო. თითქოს რა უნდა იყოს გასაბერი აუზის გადატანაზე უფრო მარტივი, გამოუშვი ჰაერი და ჩააგდე საბარგულში. თუმცა, როგორც ჩანს ამერიკელისთვის ასეთი მიდგომა არც თუ ისე მარტივი მოსაფიქრებელი იყო, ამიტომ მან აუზი პირდაპირ ავტომობილის სახურავზე შემოდო. ხოლო იმისთვის რომ აუზი ქარს არ გადაეგდო, ზემოდან ორი ბავშვიც შემოსვა.
ამის შემდეგ ჯენიფერი საჭესთან მოკალათდა და მეგობართან წავიდა. ამ სანახაობით გაოგნებულმა გამვლელებმა სასწრაფოდ პოლიციაში დარეკეს.
საბედნიეროდ, გოგონები არ დაზარალდნენ, სამართალდამცავებმა კროსოვერი დროულად გააჩერეს და დაუდევარი დედა დააპატიმრეს. მას ბრალს შვილების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო გაასამართლებენ.