LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა დედა 60-წლიანი განშორების შემდეგ იპოვა

127
Screenshot 2024-01-08 164056

აშშ-ს მკვიდრმა, რომელიც დაბადებისთანავე გააშვილეს, ბიოლოგიური დედა 60 წლიანი განშორების შემდეგ იპოვა. ამის შესახებ People წერს.

დაიან ბაზელა 1960-იან წლებში დაიბადა და ნამდვილი მშობლები არასდროს უნახავს. ჯერ კიდევ ბავშვობაში მან გაიგო, რომ ნაშვილები იყო და მას შემდეგ ბიოლოგიური დედის პოვნას ცდილობდა.

1980-იან წლებში დაიანმა ბევრჯერ სცადა დაბადების მოწმობაში მითითებული ადამიანების მოძებნა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით კი მან გაიგო, რომ ქალი რომელიც მის ბიოლოგიურ დედად ეწერა, ცოცხალი აღარ იყო.
2017 წელს ამერიკელმა დნმ ტესტი გაიკეთა და აღმოაჩინა, რომ გენეტიკური სერვისის მონაცემთა ბაზაში რამდენიმე ადამიანი იყო, რომელიც მას ნათესავად ერგებოდა. ქალმა არც ერთი მათგანი არ იცოდა.

4 წლის შემდეგ დაიანმა ერთ-ერთ შესაძლო ნათესავთან შეძლო დაკავშირება. დნმ ტესტის მიხედვით ისინი დები იყვნენ. ამის შემდეგ ბაზელამ დაასკვნა, რომ სამშობიარო სახლში შეცდომა დაუშვეს და დაბადების მოწმობაში სულ სხვა ხალხი მიუთითეს. ნამდვილი დედა კალიფორნიის შტატში მცხოვრები შერი გიტრესი აღმოჩნდა.

ცოტა ხნის წინ დედა შვილი ერთმანეთს პირველად შეხვდა და შობაც ერთად აღნიშნა. „ჩვენ ვცდილობთ დაკარგული წლები ავინაზღაუროთ. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთ დღეს აუცილებლად ვიპოვიდი.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები