აშშ-ს მკვიდრი პაკისტანში ჩაფრინდა, რათა ონლაინ-შეყვარებულთან ექორწინა, თუმცა მისგან უარი მიიღო. გაბრაზებულმა ქალმა ქვეყნის დატოვება არ ისურვა მანამ, სანამ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციას არ მიიღებდა, წერს Hindustan Times.
2024 წლის ოქტომბერში 33 წლის ენდრიუ რობინსონი პაკისტანში ჩავიდა, რათა 19 წლის შეყვარებულთან ნიდალ აჰმედ მემონომთან ექორწინა. წყვილმა ერთმანეთი ონლაინ გაიცნო და გარკვეული დრო ისინი ერთმანეთს წერდნენ. თუმცა, შეხვედრისთანავე მემონმა ქალს უთხრა, რომ მისი ოჯახი ამ კავშირის წინააღმდეგი იყო, ამიტომ ისინი ვერ დაქორწინდებოდნენ. უარის შემდეგ ამერიკელმა გარკვეული დრო მაინც ყოფილი შეყვარებულის სიახლოვეს გაატარა. თუმცა, ეს ნაბიჯი ქალს სიყვარულის დაბრუნებაში ვერ დაეხმარა.
მალევე რობინსონის ვიზას ვადა გაუვიდა. თუმცა, სახლში დაბრუნება მას არც უფიქრია. ამის ნაცვლად მან პაკისტანის მთავრობისგან კომპენსაციის მოთხოვნა დაიწყო.
მიტოვებულმა პატარძალმა გაავრცელა ათობით ვიდეო და მინი კონფერენციაც კი მოაწყო.
„მომეცით ფული. მთავრობამ 100 ათასი დოლარი უნდა გადამიხადოს. კვირის ბოლოსთვის 20 ათასი დოლარი, ნაღდი ფულით ჯიბეში უნდა მქონდეს. ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს,“ – განაცხადა მან კონფერენციაზე.