LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მართვის მოწმობის გამოცდა 960 ცდის შემდეგ ჩააბარა

128
2342423

სამხრეთ კორეელ ქალს ისე უნდოდა მართვის მოწმობის აღება, რომ გამოცდა 960 წარუმატებელი ცდის შემდეგ ჩააბარა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩა სა სუნმა ამ დროის განმავლობაში 12,500 ევრომდე თანხაც დახარჯა.

პირველად ჩაჭრის შემდეგ ქალი განმეორებით ტესტზე მეორე დღესვე გავიდა და ასე აგრძელებდა ყოველ დღე.  მთელი 3 წლის განმავლობაში ის კვირაში 5 დღე ბედს ცდიდა. ამის შემდეგ თითქოს ტემპი დააგდო და გამოცდაზე კვირაში ორი დღე გადიოდა ხოლმე. დანებება მას არასდროს უფიქრია, ამიტომ 860 წერილობითი ტესტირების შემდეგ როგორც იქნა ჩააბარა.

შემდეგი ნაბიჯი პრაქტიკული გამოცდა იყო, რომელიც ცოტა უფრო რთული უნდა ყოფილიყო. ჩა სა სუნმა მის ჩაბარებასაც რამდენიმე წელი მოანდომა და როცა მართვის მოწმობის აღება შეძლო, უკვე 69 წლის იყო.

ამ ისტორიამ ქალი ფაქტობრივად ადგილობრივ ვარსკვლავად აქცია და სამხრეთ კორეულმა ბრენდმა Hyundai-მ მას ახალი მანქანა უსახსოვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g