LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა, რომელსაც ტრამვაი დაეჯახა, კვლავ შეძლო გავლა (ვიდეო)

233
BeFunky-collage

ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც 2 წლის წინ ტრამვაი დაეჯახა და ორივე კიდური დაკარგა, თავიდან შეძლო გავლა.

„ეს ამბავი შემემთხვა 2017 წლის 11 სექტემბერს. გამოვიძახე ტაქსი, ვერ მოვასწარი ტაქსში ჩაჯდომა, ტრამვაი დამეჯახა. სანამ ამწე კრანები არ მოვიდნენ, ვერ შეძლეს იქიდან ჩემი გამოყვანა. გადამიყვანეს საავადმყოფოში და იქ გავითიშე, გონება დავკარგე. 8 დღე ვიყავი კომაში, როცა თვალები გავახილე, არც ერთ ფეხი აღარ მქონდა.

იმავე დღეს ზეწარი გადავიხადე, სადაც ვნახე, რომ ფეხები არ მქონდა და.. ნუ ისე მოხდა, რომ ახლა უფრო მაქვს რეაქცია, ვიდრე მაშინ, ჩემი მეუღლე შემოვიდა პალატაში და მე თვითონ დავუსვი შეკითხვა იცოდა თუ არა, რომ მე ფეხები დავკარგე. ისეთი ძალა ვიპოვე, მე თვითონაც ვერ ვხსნი, უფრო ვარჩიე, რომ წავსულიყავი წინ ვიდრე უკან.

მთავარია ძალა და რწმენა გქონდეს, ამაზე ცუდიც არსებობს. არასდროს მითქვამს რატომ მე, სწორედ შემარჩია ღმერთმა, რადგან იცოდა, რომ გავუძლებდი“, – ამბობს ხატია.

ვიდეოს სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აქვეყნებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g