ტეხასის ქალაქი ედინბურგში სამართალდამცველებმა დააკავეს ქალი, რომელმაც 7 წლის ქალიშვილს თავი გადაპარსა და განაცხადა, რომ მას სიმსივნე ჰქონდა და დახმარება სჭირდებოდა. „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, 46 წლის ხუანიტა გარსიამ საკუთარი ქალიშვილიც დაარწმუნა, რომ მძიმედ იყო დაავადებული და რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.
46 წლის გარსიამ შვილის „დასახმარებლად“ ანგარიშიც გახსნა და სოციალურ ქსელისა თუ სხვა საშუალებებით ადამიანებს თანხის გადარიცხვას თხოვდა.
ბავშვის უფლებების დაცვის საზოგადოების მოთხოვნით სამართალდამცველებმა მოკვლევა ოქტომბერში დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო.
გარსია 9 დეკემბერს დააკავეს, მან დანაშაული აღიარა.