22 წლის ჰანა კოლბიმ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც ძალიან მალე ვირუსული გახდა. კალიფორნიელი გოგო თავისი „ჯიპით“ ღრუბლებში მიფრინავს. მძღოლი საჭესთან ძალიან უდარდელადაა მოკალათებული, ერთი ხელი ფანჯრიდან აქვს გადაყოფილი და „ციურ მაგისტრალს“ მიუყვება.
ავტომობილი თითქოს მართლაც ცაშია, თუმცა სინამდვილეში ეს ყველაფერი ოპტიკური ილუზიაა. მანქანა ისევე როგორც მისი ფონი ნამდვილია და კადრები ჰავაის მთებშია გადაღებული.
ოპტიკურმა ილუზიამ Tiktok–ის მომხმარებლები გაოგნებული დატოვა და ვიდეო სულ რამდენიმე საათში 7,1 მილიონმა ადამიანმა ნახა.
კადრები ტიკტოკერებმა „ჰარი პოტერის“ სცენას და ნამდვილ ჯადოქრობას შეადარეს.