ქალს პარკირებისთვის 8 წუთი და 35 მანევრი დასჭირდა. შემთხვევა ლონდონის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ახალგაზრდა ქალბატონი Nissan Sunny-ს ფირმის ავტომობილის გაჩერებას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა, მან უამრავი გზა სცადა თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე წუთში მის წინ მდგომი ავტომობილი გავიდა, თუმცა „პროფესიონალ“ მძღოლს დიდად ამანაც ვერ უშველა და პარკირებას კიდევ რამდენიმე წუთი ცდილობდა. ბოლოს, აქეთ-იქით სიარულის შემდეგ მან მიზანს მიაღწია და მანქანა სახლთან გააჩერა.
https://www.youtube.com/watch?v=ZW1aF0LTtzc