სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს, რომელშიც ქალს, რომელიც „ანგრევს ოჯახს“, კარმის შესახებ ახსენებს.
„ქალს, რომელიც ანგრევს ოჯახს, უნდა ახსოვდეს, რომ კარმას არასოდეს ავიწყდება მისი მისამართი. გელოდებით, კარმა“, – აღნიშნავს გოგიაშვილი.
ცნობისთვის, დაპირისპირება ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. ლიკა შენგელიამ საკუთარ პროფილზე ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას თავს დაესხნენ და თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს.
თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა საპასუხო ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ყოფილ მოდელს, ლიკა შენგელიას ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო სასამართლოში უჩივლებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ემოციურ ვიდეომიმართვაში გოგიაშვილი ამბობდა, რომ ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით შენგელიამ სოციალურ ქსელში გააჟღერა, სიცრუეა.
რას წერს სალომე გოგიაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ ლიკა შენგელია და რას ამბობს სალომე გოგიაშვილი?