LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა როლი ავიაციაში – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემები

172
ქალები ავიაციაში

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 74 ქალი ფლობს.

რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის სფეროს სერტიფიცირებული კატეგორიის გენდერული თანაფარდობის მაჩვენებლებს, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, საქართველოშიც, ამ ეტაპზე, ქალები მეტწილად ბორტგამყოლის პოზიციაზე ჭარბობენ. მიმართულებების მიხედვით, პროცენტული თანაფარდობები შემდეგია:

•  საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის და ბორტინჟინრის 244 მოწმობის მფლობელთაგან – 7 ქალი პილოტია (ATPL, CPL, PPL, BPL, FEN) (3%);

•  ბორტგამყოლებზე სულ გაცემულია 80 მოწმობა, აქედან – 57 ქალია (71%);

• ავიამეთვალყურის მოქმედ მოწმობას ფლობს 114 ავიამეთვალყურე, მათ შორის – 7 ქალი (6%);

•  ავიადისპეტჩერის (ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი – FDL) მოწმობას სულ 24 პირი ფლობს, მათგან – 3 ქალი (13%);

• ფრენის უსაფრთხოების 34 ინსპექტორს შორის 8 ქალია (24%).

•  საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობას 153 პირი ფლობს. ამ ეტაპზე მათ შორის არ არიან სერტიფიცირებული ქალი ტექნიკოსები.

გარდა ჩამოთვლილი სპეციალობებისა/პოზიციებისა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქალები დასაქმებულები არიან სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო მიმართულებებით, მაღალი რგოლის მენეჯერულ, ადმინისტრაციულ თუ დამხმარე პოზიციებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g