ცნობილი გახდა, რომ სტუდია Universal Pictures-ის მიერ გადაღებულ ფილმში „ქალთევზა“ მთავარ როლს 18 წლის მსახიობი, ხლოა მორეცი შეასრულებს. სცენარს ჰანს კრისტიან ანდერსენის ლეგენდარული ზღაპარის ეკრანიზაციისთვის რიჩარდ კერტისი დაწერს. ფილმის რეჟისორი სოფია კოპოლა უნდა ყოფილიყო, თუმცა რეჟისორი ხლოა მორეცის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და სტუდიასთან შეუთანხმებლობის გამო პროექტი დატოვა. ჯერ უცნობია, ვინ გახდება პროექტის ახალი ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ „ქალთევზა“ ანდერსენმა 1837 წელს გამოსცა, 1989 წელს კი, სტუდია Disney-მ ანიმაციური ფილმი გამოუშვა, რომელიც დღემდე მილიონობით პატარას საყვარელი მულტფილმია.

