LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარბუქი გუდაურში – კურორტი პარალიზებულია

234
239704440

კურორტი გუდაური სრულიად დაიკეტა. ძლიერი ქარბუქის გამო, გათიშულია საბაგიროები.

მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, ჩაიშალა ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს იგეგმებოდა, მათ შორის საქართველოს თასის ეტაპი ფრისტაილში.

როგორც “ფორტუნას” მთის კურორტების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, ახლახან ჩაირთო პირველი საბაგირო. მათივე ცნობით, საბაგიროების ჩართვა-გამორჩვა, ამინდის მიხედვით გადაწყდება.

“თუ ქარი ჩადგა, სხვა საბაგიროებიც ეტაპობრივად ჩაირთვება, თუ გაძლიერდა, გამოირთვება,” – აცხადებენ მთის კურორტების განვითარების სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g