რამდენიმე საათის წინ, ქარდი ბიმ ,,ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის თაყვანისმცემლებს შოკისმომგვრელ ინფორმაციას აცნობს. 26 წლის ვარსკვლავი ვიდეოში წელს ზევით შიშველი ჩანს და მშვიდი გამომეტყველებით ამბობს, რომ მეუღლეს, Offset-ს დაშორდა.
როგორც სკანდალური რეპერი განმარტავს, ისინი კარგ მეგობრებად და საქმიან პარტნირებად რჩებიან.
,,ამაში დამნაშავე არავინ არ არის. მე ის ყოველთვის ძალიან მეყვარება, რადგან ჩემი გოგონას მამაა. ჩვენ ერთად აღარ ვართ” – აღნიშნავს სკანდალური რეპერი.
საინტერესოა, რომ Migos-ის წევრმა, პოსტს კომენტარის სახით უპასუხა და დაწერა:
,,თქვენ გაიმარჯვეთ”.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა 30 ნოემბერს, კალიფორნიაში იმღერა. მაშინ არავის უეჭვია, რომ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების ქორწინება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან მათ სცენაზე გრძნობები არ დაუმალავთ.
შეგახსენებთ, რომ ქარდი ბი და Offset ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. ისინი ოქტომბერში დაინიშნნენ, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ წყვილმა ურთიერთობა ჯერ კიდევ სექტემბერში დააკანონა. მიმდინარე წლის ივლისში, ახალგაზრდა არტისტებს ქალიშვილი შეეძინათ.