LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ ბილბორდის დაჯილდოებაზე ახალი მკერდი გამოამზეურა

365
crdbks

მომღერალი ბილბორდის დაჯილდოებაზე ახალი ფორმებით გამოჩნდა. ქარდიმ თაყვანისმცემლებს პლასტიკური ქირურგიის შესახებ თავად ამცნო. მომღერალმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა და მკერდის ფორმა ამის შემდეგ აღარ მოსწონდა.

ქარდი წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად მივიდა და შეეცადა მაქსიმალურად სექსუალური ლუქი შეერჩია. მომღერალმა უპირატესობა ყვითელ ფერს მიანიჭა და, საკუთარი თავით მოხიბლულმა, ფოტოგრაფების წინაშე ბევრიც იპოზიორა.

შეგახსენებთ, რომ მკერდის ოპერაციის შესახებ 26 წლის შემსრულებელმა ერთ-ერთ შოუში ისაუბრა. „ჩემმა ქალიშვილმა ბოლო მომიღო“ – იხუმრა ქარდიმ – „ამიტომ ოპერაციის გაკეთება ძალიან მალევე გადავწყვიტე.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები