LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ ქალიშვილის ახალი ფოტო გამოაქვეყნა – რეპერმა ქალჩერ კიარი საკუთარ დას მიამსგავსა

229
648x360_rappeuse-cardi-b-ur-hennessy-carolina

ქარდი ბიმ ,,ინსტაგრამზე”, მისი და ოფსეტის ქალიშვილის ახალი ფოტო გააზიარა. საინტერესოა, რომ ფოტოზე, რომელსაც 3 მილიონზე მეტი ,,ლაიქი” აქვს, ამერიკელმა რეპერმა ხაზი ქალჩერ კიარისა და საკუთარი დის, ჰენესი კაროლინას მსგავსებას გაუსვა და სურათი კოლაჟის სახით გამოაქვეყნა.

,,უცნაურია. სხვა ჰენესი გავაჩინე”, – დაწერა პოსტზე 26 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა.

,,ჩემი ტყუპი”, – ასე გამოეხმაურა 23 წლის სატელევიზიო სახე დისშვილთან ერთგვარობას.

 

View this post on Instagram

 

Bro this is weird ?i gave birth to another Hennessy? @hennessycarolina

A post shared by CARDIVENOM (@iamcardib) on

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბი და ოფსეტი მშობლები გასული წლის 10 ივლისს გახდნენ. ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილის ფოტო პირველად ქსელში მაშინ გავრცელდა, როცა ქალჩერ კიარი 5 თვის გახდა.

ქარდი ბიმ ქალიშვილი გამოაჩინა (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები