ქარდი ბიმ მომავალი მუსიკალური პროექტის რელიზამდე მსმენელს იმ შემსრულებლების ვინაობა გაუმხილა, რომლებმაც მონაწილეობა მისი მეორე სტუდიური ალბომის – Am I the Drama? ჩაწერაში მიიღეს.
ცნობილი გახდა, რომ ჰიპ ჰოპ არტისტის ახალი დისკი ჯენეტ ჯექსონთან, სელენა გომესთან და თაილასთან თანამშრომლობით შეიქმნა.
კრებულში ასევე ლიზოსთან, სამერ უოლკერთან, Megan Thee Stallion-თან და სხვებთან კოლაბორაციებს მოვისმენთ.
შეგახსენებთ, რომ ქარდი ბი 6 წლიანი პაუზის შემდეგ, მეორე სტუდიურ ალბომს – Am I the Drama?, 19 სექტემბერს გამოუშვებს.
,,9,99” – ქარდი ბი ახალ ალბომს მეტროში ყიდის