LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბის პროვოკაციული და სისხლიანი კლიპი (18+)

224
BeFunky-collage (12)

ქარდი ბიმ თაყვანისმცემლებს სიმღერის Press კლიპი წარუდგინა. იორა ფრენსისის რეჟისორობით გადაღებული ვიდეო სავსეა პროვოკაციული და სისხლიანი სცენებით. ამერიკელი რეპერი კადრებში რამდენიმე განსხვავებული ლუქით, მათ შორის სრულიად ,,შიშველიც” ჩნდება. მის ინტიმურ ადგილებს სპეციალური, სილიკონისგან დამზადებული სხეულის ნაწილები ფარავს.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალური რგოლი, რომელიც ამ დროისთვის, 6 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა, პირდაპირკავშირშია 31 მაისს გამოსული სინგლის ტექსტთან.

ცნობილია, რომ ტრეკში 26 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი მედიის იმ წარმომადგენლებს ,,პრესავს”, რომლებიც მასზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ Press ქარდი ბის პირველი სოლო ნამუშევარია მას შემდეგ, რაც მან გასული წლის ოქტომბერში Money გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები