ქარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც ბელარუსის მოქალაქეა ორსული ქალია. ის კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორსულის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულთა ნაწილს სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
წყარო: ipn