LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარი თბილისში დღის ბოლოსთვის შესუსტდება

90

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღეს, დღის მეორე ნახევრამდე ქარი შენარჩუნდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მეტრი წამში იქნება, დღის ბოლოსთვის კი ქარი შესუსტდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.

რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, დოდო გვაზავას განცხადებით, 11–12 მარტს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, მცირე წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში თოვლი.

12–15 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი, უმეტესად წვიმიანი ამინდი იქნება, რაც ამიერკავკასიის ჩრდილო–აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასების შედეგად იქნება განპირობებული.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ 13 მარტს გამოიდარებს და 15 მარტის ჩათვლით უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g