LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლის ქარის ელექტროსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს

93

ქართლის ქარის ელექტროსადგურს ჩინური კომპანია China Nuclear Industry ააშენებს. კომპანიამ ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

ენერგეტიკის განვითარების ფონდში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა თანხად ააშენებს კომპანია ელექტროსადურს.

როგორც ”ფორტუნას” პროექტის მენეჯერმა თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა, კომპანია მშენებლობას მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს.

ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოსთვის პირველი  პროექტია. სადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია კი 88 მილიონ კილოვატ საათი იქნება. მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ტერიტორიაზე 3,5 მეგავატი სიმძლავრის 6 ტურბინა განთავსდება, რომელსაც დანიური კომპანია დაამზადებს. პროექტი სახელმწიფოს ინიციატივით მომზადდა და მისი ბიუჯეტი 30 მლნ დოლარია, საიდანაც 24 მლნ EBRD-ის დაბალპროცენტიანი სესხია.

გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ქსელს მიეწოდება და შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები