LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ანბანს და კამპანიას #წერექართულად „მაიკროსოფტმა“ სტატია მიუძღვნა

1019
Georgia-Picture-1

ქართულ ანბანს და კამპანიას #წერექართულად „მაიკროსოფტმა“ საკუთარ ვებ-გვერდზე სტატია მიუძღვნა.

„2015 წლამდე ქართველი მომხმარებლების უმეტესობა ტექსტების საწერად ლათინურ შრიფტს იყენებდა და ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი – ქართველებს საკუთარი, უნიკალური ანბანი აქვთ, რომელიც დაახლოებით მე-5 საუკუნეში შეიქმნა.“– წერს საიტი.

„ბუნებრივია, ქართველები საფუძვლიანად ამაყობენ თავისი ანბანით. 2015 წელს ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა TBC-მ წამოიწყო კამპანია #წერექართულად, რომლის უპრეცენდენტო მასშტაბების გამო ქართული უნიკოდის გამოყენების ნიშნულმა ციფრულ სფეროში 68%-ს მიაღწია.

კამპანიის ორგანიზატორებმა გააციფრულეს 30 ქართული ფონტი და ქართულ-ინგლისური ლექსიკონები.

2019 წლის მონაცემებით, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ქართული ენის მცოდნე ადამიანებთან მიმოწერისათვის ქართულ შრიფტს იყენებს და ლათინური შრიფტის გამოყენების შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ვინმე მოგიწოდებთ, წეროთ ქართულად.

კამპანიის #წერექართულად შემდეგ, უკვე 2018 წელს, TBC ბანკმა მიზნად დაისახა ქართული ენის შეტანა Windows OS-ში. პირველ რიგში, პროექტის #ქართულად ფარგლებში ინგლისურად ითარგმნა 100 000-ზე მეტი ქართული წინდადება, პროექტის მიზანი კი ქართული ენის ინტეგრირება იყო „მაიკროსოფტის“ მრავალრიცხოვან პროგრამებში.

იმისთვის, რათა „მაიკროსოფტს“ შესძლებოდა ქართულ ენაზე პროგრამების გამოშვება, საჭირო გახდა ხელოვნური ინტელექტის დახმარება. Microsoft’s AI system-ს პირველ რიგში უნდა „შეესწავლა’ ქართული ენა იმ წინადადებების დახმარებით, რომლებიც უკვე იყო ინგლისურად თარგმნილი. პროცესის გასამარტივებლად TBC ბანკმა შექმნა პორტალი www.kartulad.ge სადაც ახალი წინადადებების დამატება ნებისმიერ მოხალისეს შეეძლო. განსაკუთრებული აქტიურობით სტუდენტები და მასწავლებლები გამოირჩეოდნენ.პროექტის ფარგლებში ახალ პლატფორმასთან თანამშრომლობდნენ ასევე  ქვეყნის ყველაზე ძველი უნივერსიტეტი – „თსუ“ , ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია “GEOLAB” დ ელექტრონული წიგნების სახლი“SABA”.

პროექტის პირველი საფეხურის წარმატებულად გავლის შემდეგ “მაიკროსოფტი“ აგრძელებს თანამშრომლობას პროექტის ორგანიზატორებთან და იმედოვნებს, რომ ძალიან მალე ქართული ენა  Windows OS ენათა ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.”- ნათქვამია სტატიაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g