საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა. ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა Georgian Airways Cargo დააფუძნა, რომელიც ამიერიდან აზიასა და ევროპას შორის საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, კომპანიის ავიაპარკში ამ დროისათვის Boeing-ის ტიპის ერთი ერთეული B737-800 ირიცხება, თუმცა ავიაკომპანია სამომავლოდ ახალი საჰაერო ხომალდების შემოყვანაზე აქტიურად მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია სატვირთო რეისებზე და ზოგადად ტვირთების გადაზიდვებზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან უკვე აწარმოებს და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.
ცნობისთვის, ამჟამად ბაზარზე რამდენიმე ქართული სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს: Geo Sky, TCA და Easy Charter.