8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენას აუკრძალავენ. ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
გადაწყვეტილების მიზეზად „სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა, ასევე აეროსანავიგაციო საქმიანობისთვის ვადაგადაცილებული დავალიანება სახელდება“.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.
ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯს კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის.
ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს.
ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, პოლიტიკა კი ხალხთაშორის ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს
„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა",