ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ ახალი ბრენდი “Handmade Accsesories by Elene Bakhtadze“ გამოჩნდა. ელენე ბახტაძე , რომელიც აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, მომხმარებელს ჯერ მხოლოდ საყურეებსა და სამაჯურებს სთავაზობს, ახლო მომავალში კი მამაკაცის სამაჯურებისა და ხელნაკეთი ჩანთების დამზადებას გეგმავს. ბახტაძის ინფორმაციით, განსაკუთრებულად დიდია მოთხოვნა მამაკაცის აქსესუარებზე.
”მომხმარებელს მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავის სხვადასხვა აქსესუარებს ვთავაზობ. ეს არის ხელნაკეთი აქსესურები, რომლებიც ახალი ფორმებით, დახვეწილი დიზაინითა და ფერადოვნებით გამოირჩევა”, – აღნიშნა ახალგაზრდა დიზაინერმა. როგორც ბახტაძემ განმარტა, აქსესუარებს საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით ქმნის, ხოლო ფერებს მოდის ტენდენციის შესაბამისად იყენებს.
მისივე ინფორმაციით, “Handmade Accsesories by Elene Bakhtadze“ ყველა სეგმენტზეა გათვლილი. მომხმარებელს ბახტაძის აქსესუარების შეძენა შეუძლია “Handmade Accsesories by Elene Bakhtadze“-ის Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან. ასევე დიზაინერის პროდუქცია წარმოდგენილია მაღაზია CO-MODE- ში. უკვე დღეიდან კი მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს და შეიძინოს ახალგაზრდა დიზაინერის აქსესუარები ხელნაკეთი ნივთების მაღაზია ”ბუდე”-ში.