საქართველოს ბაზარზე Huawei-ის ახალი ტელეფონი P9 შემოდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, Huawei P9 არის პირველი სმარტფონი, რომელიც ფოტოაპარატების ლეგენდარულ გერმანულ ბრენდთან – Leica Camera AG-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.
„Huawei P9 აღჭურვილია ორმაგი კამერით და მობილური ფოტოგრაფიის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გვთავაზობს. ის გვაძლევს საშუალებას, გადავიღოთ როგორც მკვეთრი ფოტოები ცუდი განათების პირობებში, ისე შავ-თეთრი ფოტოები, სპეციალური მონოქრომული მატრიცას დახმარებით. ამასთან, P9 აღჭურვილია იმ ელემენტებით, რომელიც მნიშვნელოვანია თანამედროვე სმარტფონის მომხმარებლებისთვის – სიჩქარე, სიგნალის მიმღები სამმაგი ანტენა და სიმძლავრე“ – აცხადებენ კომპანიაში.
P9 გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით. იგი დამზადებულია საავიაციო ალუმინისგან, აქვს 2.5D პრემიუმ ხარისხის ეკრანი, გააჩნია 3000 მილი ამპერიანი ბატარეა.
ქართველ მომხმარებელს P9 და P9 lite (P9 – ის ბიუჯეტური ვერსია) შეძენა შეეძლებათ „ჰუავეის“ ოფიციალური ტექნიკის მაღაზიებში: „ალტაოქეი“, „ელიტ-ელექტრონიქსი“, „მაგთი“, „მეტრომარტი“, „სმაილი“, „არაი“, „ბეკო“ და „მეგამოლი“. სმარტფონების ღირებულებაა 1199 და 599 ლარი.
Huawei-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოში Huawei P9-ს ცნობილი მსახობები: სკარლეტ იოჰანსონი და ჰენრი კავილი წარმოადგენენ.