საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი, დაბალბიუჯეტიანი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.
ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს აპირებს.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვებისა და რეგულარული ფრენების ნებართვის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airline-მა მიმართა. შესაბამისი განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის 15 აპრილს შემოვიდა.
„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა განხორციელდეს უკრაინული ავიაკომპანიის დაშვება საქართველოს ავიაბაზარზე და შესაბამისი ნებართვის მინიჭება”,- აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.