LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე უხარისხო საავტომობილო ზეთები შემოდის, რომელიც ასევე გამოიყენება ცნობილი ბრენდების გასაყალბებლად – იმპორტიორთა კავშირი

140
1926da9d1f3b4355a9dbba21a3b66e52

2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში, ქვეყანაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 17,12 ათასი ტონა შეადგინა, რაც ფაქტობრივად იგივეა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 2,86 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 2,75 ათასი ტონა (16,1%), რუსეთი – 2,72 ათასი ტონა (15,9%);  გერმანია – 1,44 ათასი ტონა (8,4%) და სხვ.

„საყურადღებოა, რომ ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდის (3,7%-ით) პარალელურად, არ ხდება საცხებ-საპოხი მასალების მატება. ეს იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით, ფაქტობრივად, არ ყოფილა ე.წ. „ლოკდაუნი“ და სხვადასხვა სახის შეზღუდვები პანდემიიდან გამომდინარე, რასაც შეიძლება პირდაპირ უარყოფითად ემოქმედა საცხებ-საპოხი მასალების მოხმარებაზე.

ასევე ყურადსაღებია, რომ მიმდინარე წელს საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ ირანის ისლამური რესპუბლიკა გახდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საავტომობილო ზეთების ბაზარზე კვლავინდებურად დიდი მოცულობით იქნება წარმოდგენილი უხარისხო, არასტანდარტული პროდუქტი, რომელიც ასევე აქტიურად გამოიყენება საავტომობილო ზეთების ცნობილი ბრენდების გასაყალბებლად“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g