LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ მურაბებს, კომპოტსა და ჯემებს ჩინეთშიც დააგემოვნებენ

119

ქართულ მურაბებს, კომპოტებსა და ჯემებს ჩინეთშიც დააგემოვნებენ. “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ შვილობილი კომპანია ”ნენას” მიერ წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ექსპორტზე გავიდა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე გაიგზავნა მხოლოდ ერთი კონტეინერი, თუმცა 2017 წლის განმავლობაში, ”ნენა” აღნიშნულ ბაზარზე კიდევ შევა.

”პირველი პარტია მიმდინარე წლის 9 იანვარს გავაგზავნეთ ჩინურ კომპანია- Beijing Charming Grand International Trading Co. LTD-თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. გარდა ამისა, 2016 წლის ბოლოს ჩვენ მიერ წარმოებული კონიაკი ”ძველი კახეთიც” გაიგზავნა ჩინეთში ერთი კონტეინერით.  “კახური ტრადიციული მეღვინეობა” სამომავლოდაც აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, KTW-მ Beijing Charming Grand International Trading-თან ხელშეკრულება გასული წლის ოქტომბერში გააფორმა, რაც ითვალისწინებს ჩინეთში, პირველ ეტაპზე, 1 მლნ ბოთლი ღვინის, ჭაჭის და ბრენდის გატანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g