LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულ ოცნებას” ისევ უკან მოუწევს ამ კანონის წაღება.. მთავრობის არაადეკვატურობა და შეუსაბამობა ახალგაზრდების მოთხოვნებთან თანდათან უფრო ცხადი ხდება“ – იაგო ხვიჩია

166
იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ისევ მოუწევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან წაღება, როგორც გასულ წელს გააკეთა.

ხვიჩიამ საქართველოს პარლამენტთან ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული მიმდინარე აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობის არაადეკვატურობა ახალგაზრდების მოთხოვნებთან თანდათან უფრო ცხადი ხდება.

„ახალგაზრდებმა სწორად დააიდენტიფიცირეს მოწინააღმდეგე, რომ დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ სვლაში ხელს თურმე მთავრობა უშლის. მგონია, რომ საქართველოს მთავრობის იდენტიფიცირება და მისი შეუსაბამობა და არაადეკვატურობა ახალგაზრდობის მოთხოვნებთან თანდათან უფრო ცხადი გახდება. „ქართულ ოცნებას” ისევ უკან მოუწევს ამ კანონის წაღება, როგორც გასულ წელს, თუ უფრო უარესი არა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

magti 5g