LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ თეატრში 2021 წლის საუკეთესო ნამუშევრები და მსახიობები დაასახელეს

190
news24154

ახლახან შემოქმედებითმა კავშირმა – საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ყოველწლიური კონკურსის – „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის“ გამარჯვებულები გამოავლინა. საგულისხმოა ის, რომ პრიზი სეზონის საუკეთესო ქართული პიესისთვის, საუკეთესო ორიგინალური მუსიკისა და საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის  საერთოდ არ გაიცა. სხდომას, სადაც ჯილდოები გადანაწილდა, ჟიურის სრული შემადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის: მარინე ვასაძე (თავმჯდომარე), ლელა ოჩიაური, მარინე ხარატიშვილი, ნერონ აბულაძე, ნინო კობაიძე (მდივანი).

ნიკა კუჭავა წლის საუკეთესო თეატრალურ მსახიობად დასახელდა

​თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის გრან-პრი გადაეცა ანტონ ჩეხოვის „თოლიას“, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი.

სხვა ჯილდოები ასე განაწილდა:

თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის:

ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით „კრეიცერის სონატა“, რეჟისორები ლევან წულაძე,  თემო კუპრავა კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

თეატრალური სეზონის საუკეთესო მამაკაცის როლისთვის:

ნიკოლოზ კუჭავა, პოზნიშევის როლის შესრულებისთვის, ლევან წულაძისა და თემო კუპრავას სპექტაკლში „კრეიცერის სონატა“

თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის:

თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, იოანე ხუციშვილის სპექტაკლში „3+3“

თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლისთვის:

ანდრია ვაჭრიძე, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში „ავადმყოფობის სიმულაცია“ (მოლიერი მიხედვით)

თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლისთვის:

ქეთევან ლუარსაბიშვილი, სოფიას როლის შესრულებისთვის, დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ (ფლორიან ზელერი)

თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ვაჟისთვის (არაუმეტეს 30 წლის):

დაჩი ბაბუნაშვილი, ნიკოლას როლის შესრულებისთვის, დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ (ფლორიან ზელერი)

თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის (არაუმეტეს 30 წლის):

ციცი ბუცხრიკიძე, ჩეტის როლის შესრულებისთვის, იოანე ხუციშვილის სპექტაკლში „3+3“ (მანანა დოიაშვილი)

თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრისთვის:

ბარბარე ასლამაზიშვილი, კონსტანტინე როინიშვილის სპექტაკლში „ორთა ბოდვა“ (ეჟენ იონესკო)

თეატრალური სეზონის საუკეთესო თეორიული (წიგნი, მონოგრაფია, თეატრის თეორია და ..) ნამუშევრისთვის:

ლაშა ჩხარტიშვილი – „უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები“

თეატრალური სეზონის საუკეთესო კრიტიკული (რეცენზია, შემოქმედებითი პორტრეტი და . .) ნაშრომისთვის:

სოფო ნადიბაიძე – ციფრული თეატრი საქართველოში (მოზარდი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g