საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით კვლავ ავიაკომპანია Wizz Air ლიდერობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” 2019 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართული ავიაბაზრის 15%-ის ფლობს. მეორე ადგილზე ქართული Georgian Airways-ია, რომელზეც ბაზრის 11%-ი მოდის. რაც შეეხება ტოპ-3-ში მყოფ მესამე ავიაკომპანიას – ეს თურქული Turkish Airlines-ია, რომელიც იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 10%-ს ფლობს.
შეგახსენებთ, 2019 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1,912,352 მგზავრს მოემსახურა, რაც 19% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.