LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ავიაკომპანია ვერ გაიყიდა: „აპრილის დასაწყისში მოვხსენით გაყიდვებიდან“

178
07de1368303c9802c2890f2299851723_XL

ქართული ავიაკომპანია ვერ გაიყიდა. ინფორმაციას BMG ავრცელებს, რომელიც საბროკერო კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელს რომან ბოკერიას ესაუბრა. “აპრილს დასაწყისში მოვხსენით გაყიდვებიდან. სამწუხაროდ, ვერ გავყიდეთ”,- უთხრა ბოკერიამ BMG-ის.

შეგახსენებთ, „ჯორჯიან ეარვეისი” გასაყიდად მიმდინარე წლის იანვარში გამოიტანეს და მისი ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარი იყო.

ქართული ავიაკომპანია 2021 წლის 31 დეკემბრიდან მოყოლებული გადახდისუუნარობა/რეაბილიტაციის პროცესშია. კომპანიას ათობით მხარის მიმართ 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, რომელსაც ვერ ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g