LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ბიზნესის წასახალისებლად „ევროპული ბიზნესსესხი“ გამოიყო

47

“საქართველოს ბანკი” ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ბანკმა 220 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD-ისგან) მოიპოვა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას მოახმარს.

”საქართველოს ბანკის”  „ევროპული ბიზნესსესხი“  – ლარის გრძელვადიანი ფინანსური რესურსია, რაც  საქართველოში არსებულ ბიზნესს, ასევე ქალ მეწარმეებს საშუალებას მისცემს გააფართოვონ და განვითარონ თავიანთი ბიზნესი.

როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, მნიშვნელოვანია, „ევროპული ბიზნესსესხის“ პირობები, რადგან მეტი სტიმულისთვის აღნიშნული დაფინანსებით სარგებლობისას, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, მიღებული თანხიდან 15%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ (ე.წ cachback-ის სახით). „ევროპული ბიზნესსესხის“ ვადა 5 წლამდეა, სესხის ოდენობა კი 250 000-დან 7.5000 000 ლარამდე (ეკვ. აშშ დოლარი/ევრო) განისაზღვრება.

”ადგილობრივ ბიზნეს „ევროპული ბიზნესსესხი“ დაეხმარება განავითარონ თავიანთი საქმიანობა. შეიძინონ ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივი − სავაჭრო და  საწარმოო მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა, სამედიცინო და ესთეტიკური ცენტრის, სასტუმროს, რესტორნისა თუ საცხობის აღჭურვილობა. განაახლონ კომპანიის ავტოპარკი. გაარემონტონ ან აღადგინონ შენობა-ნაგებობა. ასევე, შესაძლებელია ადგილობრივი ბიზნესის წარმოამდგენლებმა დააფინანსონ სხვადასხვა მიზნობრიობა, რაც ხელს შეუწყობს  მათი პროდუქციის ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს კი საშუალებას მისცემს მათ დანერგონ ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტი და აითვისონ ევროპის ბაზარ”, – აცხადებენ ”საქართველოს ბანკში”.

მათივე ცნობით, „ევროპული ბიზნესსესხის“ ფარგლებში, ადგილობრივ ბიზნეს შესაძლებლობა ექნება ისარგებლონ, საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურებით სრულიად უფასოდ და მიიღონ მხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g