LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ბრენდი ”სავსე” დიდი ბრიტანეთის ბაზარს იპყრობს

1189

ქართული ბრენდი ”სავსე” დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახდა. 28 წლის ქართველი ბიზნესმენის მიერ შექმნილმა ნატურალური გამაგრილებელი სასმელების ბრენდმა, 3 წლის განმავლობაში, 13 მილიონ დოლარიან ბრუნვას მიაღწია, რის გამოც არაერთი დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. BBC-ის ინფორმაციით, გასული 12 თვის განმავლობაში, “სავსეს” გაყიდვებმა 600%-ით მოიმატა.

როგორც BBC-ს გადაცემაში სტუმრობისას ”სავსეს” დამფუძნებელმა გუკა თავბერიძემ აღნიშნა, ნატურალური წვენს დედის რეცეპტით ამზადებს.

„30 წლის წინ, დედაჩემს, ფეხმძიმობის დროს, რკინის ნაკლებობა აღმოაჩნდა. რის გამოც ექიმმა ისპანახის და ვაშლის წვენის მიღება ურჩია. ისპანახის გემოს გაბათილების გამო, დედამ სხვადასხვა ხილის შერევა დაიწყო. შედეგად კი ძალიან გემრიელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელი მიიღო, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელ სასმელად იქცა და დღემდე ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია“, – აღნიშნა გუკა თავბერიძემ.

ახალგაზდა ბიზნესმენმა ბრენდი ”სავსე” 2013 წელს შექმნა. დღეისათვის, პროდუქცია არა მარტო დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, არამედ ავსტრიაში, გერმანიასა და ყაზახეთშიც იყიდება.

BBC-თან საუბრისას, გუკა თავბერიძემ აღნიშნა, რომ სახელზე ბევრი არ უფიქრია და ქართული სახელი – „სავსე“ შეურჩია, რადგან როგორც თავად ამბობს, ის სავსეა ვიტამინებითა და ბუნებრივი ინგრედიენტებით.

”სავსე” არაერთი ჯილდოს მფლობელია. 2014 წელს სასმელის ერთ-ერთმა სახეობამ The FreeFrom award-ზე გაიმარჯვა. 2015 წელს კი ბრენდმა „ოქროს ვარსკვლავი საუკეთესო გემოს“ მიმართულებით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები