პროდუქტზე, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე არ არსებობს, ქართველი მეცნიერები მუშაობენ. საუბარია ცეცხლგაუმტარ უნიფორმებზე, რომელიც მეხანძრეს ცეცხლისგან დაიცვავს. კოსტუმის კონცეფცია უკვე მზადაა, მის დასასრულებლად სულ ცოტა დროა საჭირო, თუმცა მეცნიერები ამით არ ასრულებენ. მათი საბოლოო მიზანი, ისევე როგორც საწყისი, მარსზე გასაფრენი კოსტუმის შექმნაა. კოსტუმის, რომლითაც არა მხოლოდ გაფრენა, არამედ მარსზე თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი.
კოსტუმზე, 4 ქართველი და ერთი პოლონელი მუშაობს: გიორგი გაბარაშვილი, ლადო წიბახაშვლი, სანდრო ჩუბინიძე, ვამეხ ხერხეულიძე და იეჟი ახიმოვიჩი.
კოსტუმის შექმნის იდეაზე, მომავალ გეგმებზე და მუშაობის პროცესზე “ფორტუნასთან” ვამეხ ხერხეულიძე საუბრობს.