LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ჭაჭა ავსტრალიაში გაიყიდება

1529

ქართული ჭაჭა ავსტრალიაში გაიყიდება. საცდელი პარტია აღნიშნულ კონტინეტზე კომპანია ”ზეარისმა” ერთი თვეა გააგზავნა. გარდა ამისა, როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა რამაზ კრიჭინაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამშრომლობაზე.

”ჩვენი კომპანია, ძირითადად, ექსპორტზეა ორიენტირებული – გავდივართ ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ასევე ესტონეთში. ყაზახეთში საკუთარი მაღაზია გვაქვს, სადაც ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება”, – აღნიშნა კრიჭინაშვილმა. მისივე ინფორმაციით, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ”ზეარისის” სასმელები ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება.

როგორც კომპანიის დირექტორმა განმარტა, ”ზეარისის” პროდუქცია VIP სეგმენტშია წარმოდგენილი. კომპანიის წარმადობა კი 30 ათას ბოთლამდეა. ”ზეარისის” ბრენდის ქვეშ რამდენიმე სახეობის სასმელი იწარმოება, მათ შორის: ”ზეარის ცილინდრი”, ”სამეფო ლურჯი”, ”ზეარის ჭაჭა წიგნი”, ”ზეარის ვერცხლის კოლექცია” და სხვა. პროდუქციის ღირებულება კი 50 დოლარიდან იწყება.

ცნობისთვის, კომპანია ”ზეარის”-ი ქართულ ბაზარზე 2012 წლიდანაა წარმოდგენილი. მისი ძირითადი სამქმიანობა ყურძნის ჯიშებისგან ღვინისა და ჭაჭის ტრადიციული მეთოდით წარმოებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g