ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაცია ჩატარდება

126

2018 წლის 27 მარტს, 17:00-ზე სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია გაიმართება. 6 არომატის 8 ბრენდის 29 დასახელების ქართულ და უცხოურ წვენებს 50-მდე მოწვეული დეგუსტატორი ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასებს. შედეგები ადგილზე ანალიზდება და გამოცხადდება ღონისძიების დასრულებისთანავე.

მოძრაობა KAR.GE უკვე მეორედ ატარებს ამ ტიპის დეგუსტაციას. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ჰიპერმარკეტი “გუდვილი” და საქართველოს კულინართა ფედერაცია.

“ჩვენი მიზანია, დაინტერესებულმა საზოგადოებამ ბრმა დეგუსტაციის გზით გასინჯოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა ქართული და უცხოური ბრენდების წვენები და ყველას თვალწინ გამოვავლინოთ გამარჯვებულები“ – აცხადებს ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, წვენების შესაფასებლად მოწვეულია 50-მდე დაინტერესებული ადამიანი, რომელთაც დასწრების სურვილი ღიად გამოთქვეს KAR.GE-ს FB გვერდზე. წვენების შეფასებაში ასევე მონაწილეობენ მოწვეული ჟურნალისტები და ექსპერტები. ბრმა დეგუსტაციის დროს სტუმრები გასინჯავენ წვენებს, შეავსებენ შეფასების კითხვარებს, რომელთა ანალიზის მიზნით წინასწარ მზადდება კომპიუტერული პროგრამა. კითხვარების მონაცემების შეყვანა მოხდება ადგილზე, დეგუსტაციის პარალელურად. დეგუსტაციის დასრულებისთანავე შედეგები უკვე შეჯამდება და გამოცხადდება აუდიტორიის წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
,,გადავწყვიტე წელს დაბადების დღე სამაჩაბლოში, რკინის ეკალ-ბარდებს მიღმა დარჩენილ ვალია ბაბოსთან და უამრავ ბავშვთან ერთად გადავიხადო…მაჩუქეთ ტანსაცმელები მოხუცებისთვის, სათამაშოები ბავშვებისთვის” – სანდრო ელოშვილის მიმართვა საზოგადოებას