LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ენის სწავლება სახელმწიფო დაფინანსებით

39

რა ახალ პროგრამებს ახორციელებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, როგორ უნდა ჩაერთოთ  სასურველ პროგრამაში და რამდენად დიდია, თქვენი დასაქმების შანსი კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ..

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის ქუთაისში მედიატური მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები სკოლის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს გაცნენ. გარდა ამისა, სამუშაო პროცესში სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სასაწავლო პროგრამების დარგობრივი კურსების მსმენელებს, ტრენერებსა და სკოლის ადმინისტრაციას შეხვდნენ.

როგორც „ფორტუნას“ სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა განუცხადა, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ქართული ენის სწავლება სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარეობს – მნიშვნელობა არ აქვს, ეს პირი საქართველოს მოქალაქეა თუ უცხო ქვეყნის, ინვესტორი თუ ტურისტი.

ქეთევან ჯაყელი განმარტავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეთმობათ და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა ხდება. სკოლა სახელმწიფო ენის შესწავლას უზრუნველყოფს და პროგრამის ნებისმიერ მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს,  პროფესიული კუთხით კვალიფიკაცია აიმაღლონ.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. 2014 წლიდან კი სკოლა განახლებული პროგრამით ფუნქციონირებს. სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამით: სახელმწიფო ენის სწავლებისა და საჯარო მმართველობა-ადმინისტრირებით ხორციელდება.