LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის ბარი ინგლისში

119
qinqladze

ქართველი ფეხბურთელი ღვინის ბიზნესს ინგლისში იწყებს. გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში საკუთარი ღვინის ბარს- Kinky’s-ს გახსნის. მისი თქმით, ქართული ღვინოსავით კარგი არაფერია მსოფლიოში, თუმცა იქვე ამბობს, რომ მას თავად არ შეუძლია სათანადო რეკომენდაციის გაწევა, რადგან ამისთვის სიტყვები არ ჰყოფნის.

ქინქლაძის ბიზნესპარტნიორი პოლ ეშბი კი ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა,  საქართველო თუ ღვინის სამშობლო  იყო. მისივე თქმით, კარგი გუნდი შეიკრა და საქმიანობას ახლა იწყებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ღვინის ბაზრი ივნისში გაიხსნება. სხვა დეტალებზე ქინქლაძე ჯერჯერობით არ საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები